საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშემთან შეხვედრით დაიწყო.

„განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დინამიკური და აქტიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ვიმსჯელეთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც დაიწყება და ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს“, წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“.