საქართველო

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები ერთ თვეში 116 მილიონი დოლარით გაიზარდა და 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები მიმდინარე წლის იანვარში დაახლოებით 116 მილიონი დოლარით გაიზარდა.

2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3.4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაქსიმუმია.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 3.2 მილიარდი დოლარია, ხოლო სესხების სპეციალური უფლებების (SDR) მოცულობა 202 მილიონი დოლარს შეადგენს.

იანვარში ეროვნულმა ბანკმა 85 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონების მეშვეობით შეისყიდა.