საქართველო

საქართველომ 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873,677,043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%.

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.

2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.

გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.

2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა.

2023 წლის IV კვარტალში 1,013,891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.