ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო გაფიცულებს პრეზიდენტმა მაკრონმა მოუწოდა შეაჩერონ გაფიცვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრანსპორტის პროფკავშირებს თხოვნით მიმართა შეაჩერონ გაფიცვა, რომელიც შობის დღეებში ქვეყანაში სატრანსპორტო ქაოსის შექმნის საფრთხეს ქმნის. კოტ დ’ივუარში (სპილოს ძვლის სანაპირო) ვიზიტად მყოფმა მაკრონმა თქვა, რომ გაფიცულებმა „უნდა გამოაცხადონ დროებითი ზავი ოჯახების და ოჯახური ცხოვრების პატივსაცემად“.

საფრნაგეთში უკვე ორი კვირაა გრძელდება გაფიცვა, რაც საპენსიო რეფორმას უკავშირდება და რამაც მთელი საფრანგეთის გასწვრივ სატრანსპორტო სფეროში ფართომასშტაბიანი შეფერხებები წარმოშვა. მატარებლების ქსელის ოპერატორმა SNCF-მა განაცხადა, რომ მომსახურებები „ძლიერ იქნება შეფერხებული“ ქრისტეშობის პერიოდში.

ჩვეულებრივზე 2-ჯერ ნაკლები მაღალსიჩქარიანი TGV-ის მატარებელი მოძრაობდა შაბათს, განაცხადა კომპანიამ და მეტროს ხაზების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყო პარიზში.

როგორც BBC იუწყება, საფრანგეთის ბევრმა მოქალაქემ, რომელთაც თავიანთ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად უნდოდათ გამგზავრება საშობაო პერიოდში სხვადახვა ადგილებში, ეს ვერ შეძლეს, რადგან მატარებლების რეისები გაუქმებულია, გზებზე გამოუვალი მდგომარეობაა შექმნილი და ასევე ასეულობით ფრენაც გაუქმებულია.

კოდ დ’ივუარის ყელაზე დიდ ქალაქ აბიჯანში, ქვეყნის პრეზიდენტ ალასან ოუატარას გვერდით მდგომმა მაკრონმა განაცხადა, რომ გაფიცულებმა „პასუხისმგებლობის სული“ უნდა აჩვენონ.

„საგაფიცვო ქმედება სამართლიანია და დაცულია კონსტიტუციით, მაგრამ მჯერა, რომ ერის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა უმჯობესია ზავის დადება ოჯახების და ოჯახური ცხვრების პატივსაცემად“, განაცხადა მაკრონმა.

პრეზიდენტ მაკრონს სურს საფრანგეთის 42 განცალკევებული საპენსიო რეჟიმი, რაც ზოგიერთ სფეროში მომუშავეთ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს პენსიაზე გასვლისას, უნივერსალურ ქულებზე-დაფუძნებული საპენსიო სისტემით შეცვალოს, მაგრამ დასაქმებულები აცხადებენ, რომ რეფორმა შესაძლოა მათი პენსიაზე უფრო გვიან გასვლისა და ნაკლები პენსიის მიღების საწინდარი გახდეს.

საფრანგეთში პენსიაზე ოფიციალურად გასვლის ასაკი გასულ ათწლეულში 60-დან 62 წლამდე გაიზარდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მდიდარ ქვეყნებს შორის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო პენსიის მიღების მსურველთათვის პენსიაზე გასვლის ასაკი 66 წელია და ახლო მომავალში მისი სულ მცირე 67 წლამდე გაზრდაა დაგეგმილი.

guardian.ge