საქართველო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიიღეს.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.