აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ფხენიანში კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კიმი დათანხმდა დახუროს ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდის პოლიგონი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი დათანხმდა დახუროს ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მთავარი სარაკეტო გამოცდის პოლიგონი და იმ შემთხვევაში თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საპასუხო და თანმხვედრ ნაბიჯებს გადადგმას, იონგბიონის ბირთვული დაწესებულებაც.

მუნის განცხადებით, ფხენიანში შეხვედრისას ის და კიმ ჩენ ინი „ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ“, რაც მუნის შეფასებით, ნახევრკანძულზე მშვიდობის დამყარების საწინდარი გახდება.

კიმმა ასევე იმედი გამოხატა, რომ „ახლო მომავალში სეულს ესტუმრება“ და ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, იგი პირველი ჩრდილო კორეელი ლიდერი იქნება, ვინც მეზობელი სახელმწიფოს დედაქალაქში ჩავა.

სეულს და ფხენიანს ასევე გეგმაში აქვთ ერთმანეთთან დააკავშირონ თავიანთი სარკინიგზო ხაზები, რითაც კორეის ომით დაყოფილ ოჯახებს, დიდი ხნის უნახაობის შემდეგ, ხელახლა შეხვედრის საშუალებას მისცემენ და ასევე დაგეგმილია თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში.

guardian.ge