აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა იორდანიაში, აშშ-ის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად

სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა იორდანიის სირიასთან საზღვრის მახლობლად, აშშ-ის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, სულ მცირე 34 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა შეფასდა, როგორც ტვინის შესაძლო ტრავმული დაზიანება და რომ ზოგიერთი დაშავებული ჯარისკაცი ბაზიდან ევაკუირებული იქნა შემდგომი მკურნალობისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა „ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური მებრძოლი ჯგუფების მიერ“. განხორციელდა. „ჩვენ ვუპასუხებთ“, – დაამატა ბაიდენმა. თუმცა, უცნობია ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადეს, რომ თავდასხმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიის ბაზაზე, სირიის საზღვართან ახლოს მოხდა. მოგვიანებით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმის ადგილი 22-ე კოშკად მოიხსენიეს. თუმცა იორდანიამ განაცხადა, რომ თავდასხმა სირიაში მოხდა და არა იორდანიის შიგნით.

რეგიონში ამერიკულ ბაზებზე სხვა თავდასხმებიც მომხდარა, მაგრამ აქამდე ამას აშშ-ის არმიაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაღუპული და დაშავებული სამხედროების ვინაობა ჯერ არ არის გამოქვეყნებული, რადგან ოფიციალური პირები მუშაობენ, რომ შეატყობინონ მათ ოჯახებს.

გავრცელებული ცნობით, უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა საცხოვრებელ კვარტალზე განხორციელდა, რასაც, თუ დადასტურდა, შესაძლოა, მსხვერპლთა დიდი რაოდენობა გამოეწვია.

GUARDIANGE