საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს 21-23 იანვარს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის პრეზიდენტებს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ზურაბიშვილი ბრიუსელში პრეზიდენტის რანგში პირველ ოფიციალურ ვიზიტს 21-23 იანვარს გამართავს და ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისაც შეხვდება.