ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმების მიუღწევლობა ქვეყნის ეკონომიკას „მნიშვნელოვან“ დარტყმას მიაყენებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებზე „ბრექსიტის“ [ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა] შეთანხმების მიუღწევლობა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის „მნიშვნელოვანი ხარჯების“ საჭიროებას დააყენებს დღის წესრიგში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ „ბრექსიტის“ ყველა სახის სცენარი „გამოიწვევს ხარჯებს“, მაგრამ ევროკავშირიდან უწესრიგო გასვლამ შესაძლოა „მნიშვნელოვნად უარესი შედეგი“ განაპირობოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოელის, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა როგორც 2018 ისე 2019 წელს 1.5%-ით გაიზრდება, თუკი „ბრექსიტის“ ფართო შეთანხმება შედგება.

წინასწარი პროგნოზები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის შესახებ ყოველწლიური შეფასებისას გაკეთდა.

ლონდონის ფინანსთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტიან ლაგარდმა დაამატა: „ეს პროგნოზები აფასებს დროულ შეთანხმებას ევროკავშირთან ფართო თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე და ამის შემდეგ პროპორციულად მოწესრიგებულ პროცესს.

„ნებისმიერი შეთანხმება არ იქნება ისეთივე კარგი, როგორც ხავერდოვანი პროცესი, რომლის ფარგლებშიც საქონელი, სერვისები, ადამიანები და კაპიტალი მოძრაობს ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორის და გარშემო დაბრკოლებებისა და ბარიერების გარეშე“.

შეთანხმების მიუღწევლობა ევროკავშირის სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე „უფრო ნაკლები მასშტაბით“ მოახდენს ზეგავლენას, აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

guardian.ge