ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

საბერძნეთის პარლამენტმა მეზობელი ჩრდილო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის 27-წლიანი კამათი დაასრულა

საბერძნეთის პარლამენტმა მეზობელი ჩრდილო მაკედონიისთვის სახელის გადარქმევის 27-წლიანი კამათი დაასრულა.

დეპუტატებმა 156 ხმით 146-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ფართო ფენებში ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური განწყობაა.

1991 წლიდან, მას შემდეგ რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საბერძნეთი უარს ამბობდა მაკედონიის სახელზე, რადგან მასაც ამავე სახელწოდების რეგიონი აქვს.

აღნიშნული შეთანხმების ყველაზე მძლავრი მოწინააღმდეგეები ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონში, მაკედონიაში არიან, მაგრამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ ბერძნების უმრავლესობას, 60%-ზე მეტს არ მოსწონს ეს.