ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ – „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა

საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ახალი დემოკრატია“ გაიმარჯვა. საარჩევნო ოლქების უმეტესობა დათვლილია და ხმების 39.85% „ახალ დემოკრატიას“ აქვს მიღებული, ხოლო პრემიერ მინისტრ ალექსის ციპრასის მემარცხენე პარტია „სირიზას“ 31.53%.

როგორც BBC იუწყება, ეს შედეგები „ახალ დემოკრატიას“ უპირობო უმრავლესობას ანიჭებს, რადგან გამარჯვებული პარტია დამატებით 50 ადგილს იღებს პარლამენტში.

პრემიერმა ციპრასმა კირიაკოს მიცოტაკისის წინაშე დამარცხება აღიარა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიკეტა. საბერძნეთში კვირას, არჩევნების დღეს, საშინელი სიცხე იყო, რაც წარმოშობდა წუხილებს არჩევნებზე მოქალაქეთა გამოცხადების თაობაზე, თუმცა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 57% გამოცხადდა.

პრემიერ მინისტრად არჩეულმა მიცოტაკისმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ მას მძლავრი მანდატი მისცეს ცვლილებისთვის.

„ქვეყანა ამაყად, თავაწეული ავა ისევ თავის სიმაღლეზე“, უთხრა მან შეკრებილ ამომრჩევლებს დედაქალაქ ათენში და აღნიშნა, რომ იგი იქნება ყველას პრემიერ მინისტრი, რადგან ბერძნები „ძალიან ცოტა არიან იმისათვის, რომ დაყოფილნი იყვნენ“.

guardian.ge