ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი, 47 წლის ალექსეი ნავალნი ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, უსაფრთხოების მხრივ მაქსიმალურად დაცულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა, რაც სავარაუდოდ განიხილება, როგორც პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც პუტინს მიეწერება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს, ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

47 წლის ნავალნი, პუტინის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მუდმივი კრიტიკოსი, ციხეში იმყოფებოდა არქტიკული წრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 40 მილის დაშორებით, სადაც მას „სპეციალური რეჟიმის“ პირობებში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

დეკემბრის დასაწყისში ის გაუჩინარდა ვლადიმირის რეგიონის ციხიდან, სადაც 30-წლიან სასჯელს იხდიდა ექსტრემიზმისა და თაღლითობის ბრალდებით, რასაც ის პოლიტიკურ საპასუხო შურისძიებას უწოდებდა 2010-იანი წლების ანტიკრემლის ოპოზიციის ხელმძღვანელობისთვის. ის არ ელოდა, რომ პუტინის სიცოცხლეში გათავისუფლდებოდა.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია.