ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთი სენატორ ჯონ ბარასოს მიერ ამერიკული ფლოტისა და ნატოს ხომალდების შავ ზღვაში გაგზავნის მოწოდებას გამოეხმაურა

აშშ-ის სენატორის, ჯონ ბარასოს მოწოდება ამერიკული ფლოტისა და ნატოს გემების შავ ზღვაში გაგზავნის თაობაზე კონფლიქტის გამძაფრებას გამოიწვევს, მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი.

„მას ურჩევნია რომ დაწყნარდეს და დაკავდეს, ვთქვათ, ეკოლოგიით თავის მშობლიურ უაიომინგში. მეტი სარგებელი იქნება“, დაწერა პუშკოვმა „თვითერზე“.

მისი სიტყვებით, სამხედრო ფლოტის რუსეთის სანაპიროსთან გაგზავნა სრულიად უაზრო ნაბიჯს წარმოადგენს.

„თუკი შეერთებულ შტატებში უნდათ, რომ გვაიძულონ ჩვენ, არ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული წყლები, მაშინ ამას ვერ გვაიძულებენ. თუ სურთ დაგვაშინონ – ვერ დაგვაშინებენ. და შემდეგ ფლოტს მოუწევს დაბრუნება – და იგი დიდებით ვერ დაბრუნდება. ეს სულელური იდეა იქნებოდა“, აღნიშნა პუშკოვმა.

უფრო ადრე „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ ბარასომ მოუწოდა აშშ-ს და ნატოს გადამწყვეტად ეპასუხათ „რუსული აგრესიისთვის“ უკრაინასთან მიმართებაში და გაეგზავნათ ამერიკული ფლოტი და ნატოს ხომალდები შავ ზღვაში.

სენატორმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ის კაცია, რომელიც „ძალით საზღვრავს“ და სიტყვა მისთვის არაფერს არ წარმოადგენს და მოსკოვის წინააღმდეგ „უფრო აქტიური ნაბიჯების“ გადადგმაა საჭირო.

მან დაამატა, რომ უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და ხომალდების შეკავების საწინააღმდეგო შეიარაღება ესაჭიროება.

guardian.ge