აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთისადმი შიშმა ტაივანიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა

ევროპაში ომი აზიური კუნძულიდან, ტაივანიდან კაპიტალის მასობრივი გადინების მიზეზი გახდა. როგორც CNN იტყობინება, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩინეთმა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა ტაივანის წინააღმდეგ, რამაც კუნძულიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი კვირის განმავლობაში, უცხოელმა ინვესტორებმა დაახლოებით 480 მილიარდი ტაივანური დოლარის (16,9 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქციები გაყიდეს, იტყობინება ალექს ჰუანგი, ტაიპეიში დაფუძნებული კომპანია Mega International Investment Services-ის დირექტორი.

მისი თქმით, ეს გადინება რეკორდულად ყველაზე დიდია, რაც აღემატება უცხოელი ინვესტორების მიერ ტაივანის აქციების გაყიდულ ღირებულებას მთელი 2021 წლის განმავლობაში, რომელიც Bank of America-ს ანალიტიკოსებმა შეაფასეს $15,6 მილიარდად.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაივანში გასულ თვეში 15,6 მილიარდი დოლარის გადინება დაფიქსირდა, რაც შარშანდელ 15,3 მილიარდ დოლარს აღემატება.

ტაივანი ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შედის, მაგრამ მასზე პეკინის იურისდიქცია არ ვრცელდება, თუმცა ჩინეთი კუნძულზე პრეტენზიას აცხადებს.

guardian.ge