ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რუსეთის პრემიერ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერ მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ახლახან გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა“, – უთხრა რუსეთის პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვიდეოკონფერენციის დროს.

რუსეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი, ანდრეი ბელოუსოვი შეასრულებს. ბრძანებას ხელი პუტინმა უკვე მოაწერა.