ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთი-აფრიკის ონლაინ ბიზნეს ფორუმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა.

„განებივრებული სომხეთის უკომპრომისო ქმედებებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განგრენად აქცია. ამ პრობლემის დარეგულირების ერთადერთი გზა, სომხური ოკუპაციის შეწყვეტაა, რომელიც თითქმის 30 წელი გრძელდება“, განაცხადა ერდოღანმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება.

ერდოღანმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა, რომელიც უკვე 30 წელია ოკუპირებულია სომხეთის მიერ.

„თურქეთი მთელი გულით მხარს უჭერს აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლას თავისი მიწების გასათავისუფლებლად“, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

GUARDIAN.GE