საქართველო

პრეზიდენტმა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა და სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ტექნოპარკის მიზნები გააცნეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნესსაქმიანობას ავითარებენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საჭირო ცოდნას, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

სალომე ზურაბიშვილი ცენტრში ტრენინგებზე შეკრებილ ბავშვებს გაესაუბრა, რომლებმაც პრეზიდენტს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამობეჭდილი საქართველოს დროშა უსახსოვრეს.