აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

პრეზიდენტმა ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე – რამაც თალიბანის მებროლების ძალაუფლებაში სწრაფი დაბრუნება განაპირობა – და ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი ყოფნის დასრულების შემდეგ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ უფრო ხანგრძლივად დარჩენა არჩევანს არ წარმოადგენდა.

მან შეაქო ჯარი თალიბანის რეჟიმისგან გაქცევის მსურველი 120 000-ზე მეტი ადამიანის საჰაერო გადაყვანის ორგანიზებისთვის და პირობა დადო, რომ განაგრძობს ძალისხმევებს იმ ამერიკელების გამოსაყვანად, რომლებიც ჯერ კიდევ ავღანეთში არიან და დაბრუნება სურთ – ასეთი კი სულ, დაახლოებით 200-ია.

„მე ამას სამუდამო ომად არ გადავაქცევდი და სამუდამოდ არ გავახანგრძლივებდი იქ ყოფნას. ავღანეთში ახლა ომი დასრულებულია“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის მეთაურობით ჯარები ავღანეთში 2001 წელს შევიდა – 9 სექტემბრის გამანადგურებელი თავდასხმების კვალდაკვალ – და თალიბანის ხელისუფლება დაამხო.

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გამო, რასაც აშშ-ის მიერ წლების განმავლობაში გაწვრთნილი და დაფინანსებული ავღანური უსაფრთხოების ძალების მოულოდნელი ჩამოშლა მოჰყვა, ბაიდენი ფართოდ გააკრიტიკის, როგორც შინ, ისე გარეთ, მისმა მოკავშირეებმა.

თალიბანის მებრძოლებმა 11 დღეში შეძლეს მთელ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება – ბოლოს კი, 15 აგვისტოს, დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ.

ბაიდენმა დაახლოებით 6 000 ჯარისკაცი განალაგა ქაბულის აეროპორტის ხელში ჩასაგდებად, რათა აშშ-ის და მისი მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და მათთვის მომუშავე ავღანელების ევაკუაციის კოორდინაცია მოეხდინა.

GUARDIAN.GE