საქართველო

პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება

პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

„პირველი ივნისიდან გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.