მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

პირველად ისტორიაში, ამერიკულმა კომერციულმა კომპანიამ მთვარეზე კოსმოსური ხომალდი დასვა

ამერიკულმა კომპანიამ „Intuitive Machines“-მა ისტორია დაწერა, რადგან ის გახდა პირველი კომერციული კომპანია, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი დასვა.

ჰიუსტონში დაფუძნებულმა „Intuitive Machines“-მა („ინტუიციური მანქანები“) თავისი რობოტი „Odysseus“-ი („ოდისევსი“) მთვარის სამხრეთ პოლუსის სიახლოვეს დასვა.

ოპერატორებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ იმის დასადგენად, იყო თუ არა ხომალდი დაშვებული მთვარეზე, მაგრამ საბოლოო სიგნალის მიღების შემდეგ, ფაქტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

„რაც ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, უდავოდ, არის ის, რომ ჩვენი აღჭურვილობა მთვარის ზედაპირზეა და ჩვენ ვიღებთ სიგნალს“, – განაცხადა ფრენის დირექტორმა ტიმ კრეინმა.

კომპანიის თანამშრომლები ამ სიახლეს ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.

ეს მოვლენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კოსმოსის კომერციული ექსპლუატაციისთვის, არამედ ზოგადად აშშ-ის კოსმოსური პროგრამისთვის.

„ინტუიციურმა მანქანებმა“ აშშ-ის მთვარის ზედაპირზე ნახევარი საუკუნის განმავლობაში არყოფნის მომენტი დაარღვია, რადგან „აპოლოს“ ბოლო მისია 1972 წელს შედგა, როდესაც ამერიკული მოწყობილობა მთვარის ზედაპირზე ფრთხილად დაეშვა.

აპოლოს ასტრონავტები მუდმივ ბრძოლაში იყვნენ მთვარის მტვერთანGUARDIANGE