საქართველო

პაატა იმნაძე: „ღიად ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე დაუდგენელი შემთხვევა ნამდვილად არსებობს.

მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რატომ არ ხდება საქართველოში საყოველთაო ტესტირება და არის თუ არა დაუდგენელი შემთხვევები ნაღმი ქვეყნისთვის, მან ჟირინოვსკის სიტყვები გაიხსენა.

„დაუდგენელი შემთხვევები რომ ნაღმი იყო ქვეყნებისთვის, ეს აჩვენა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ. ამას ღიად ვამბობთ – რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში რამდენიმე შემთხვევა, რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით. ამ კითხვაზე ერთი ასეთი პასუხი გამახსენდა, ფრინველის გრიპი რომ იყო, ჟირინოვსკი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და თქვა, რომ რუსეთის საზღვრებზე სარაკეტო ძალები დავაყენოთო და ყველა გადამფრენი მფრინველი ჩამოვაგდოთო. ჩემი პასუხი ეს არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.