საქართველო

პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპზე აიცრან, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, რათა კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად არ დაინფიცირდნენ. მან აღნიშნულის შესახებ  „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს უფრო დაამძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შევიძინოთ, რომ გრიპმა და კორონამ ერთდროულად არ შემოგვიტიოს. რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტად დაიტვირთება სამედიცინო სისტემა. ჩვენი მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველას პატრონობა შეძლოს“, – აღნიშნა იმნაძემ.