საქართველო

ნინოწმინდაში, კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ შეხვედრა გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კარანტინის წესებისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო სამუშაოები გრძელდება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მერმა ანი მოსოიანმა , საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა მოადგილეებთან ერთად, საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ტიგრან ეღოიანმა, სასწრაფო დახმარების უფროსმა ქრისტინე არზუმანიანმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, სოფლის ექიმებთან, სადაც განიხილეს არსებული პრობლემები, შექმნილი გარემოებები და შემთხვევები.

,,ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის დასამარცხებლად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. მათ მუშაობა უშუალო საშუალებას აძლევს გადაუდებელ და სტაციონარულ მომსახურებაზე , რათა მოხდეს პაციენტის პირველი კონტაქტი ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურებასთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი – ექიმ- სპეციალისტებთან”, განაცხადა მერმა ანი მოსოიანმა.