საქართველო

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარით განსაზღვრა.

ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურებოდა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს.