მსოფლიოს ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100,376 შეადგინა. სიკვდილიანობის ყველაზე მეტი მაჩვენებელი იტალიაშია დაფიქსირებული, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთი მოყვება.

საკმაოდ იზრდება მსხვერპლის რაოდენობა საფრანგეთში, ასევე დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში 980 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო რიცხვმა 8,958 შეადგინა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ მსოფლიოს კორონავირუსის უფრო მძლავრი აფეთქება მოელის, თუკი სოციალური დისტანცირების შეზღუდვები მეტისმეტად სწრაფად მოიხსნება. ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებმა ეფექტური სტრატეგიით იმოქმედონ და თანდათანობით და უსაფრთხოდ შეამსუბუქონ შეზღუდვები.

GUARDIAN.GE