მსოფლიოს ახალი ამბები

მოსკოვის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მოსკოვში „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფას. დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.

რუსული მედიის ცნობით, ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, მათგან 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა.

ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ლაინერი „სუხოი სუპერჯეტ 100“ „შერემეტიევოს“ აეროპორტიდან მურმანსკში მიფრინავდა, თუმცა თვითმფრინავი, აფრენიდან მალევე, ავარიულად დაეშვა და ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრების ევაკუაცია ალმოდებული თვითმფრინავიდან განხორციელდა.