აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

მოკლულია ათეულობით ადამიანი ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად

თვითმკვლელი ტერორისტი ავღანეთში, დანაღმული ავტომანქანით სამხედრო ბაზაზე შევარდა და თავი აიფეთქა, რის შედეგადაც დაღუპულია სულ მცირე უსაფრთხოების 26 პერსონალი, იტყობინება „ფრანს პრესი“ ქვეყნის ოფიციოზზე დაყრდნობით.

ტერორისტული აქტი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ღაზნის პროვინციაში მოხდა. როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, ბაზ მუჰამედ ჰემატმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, აფეთქების შედეგად დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 21 ადამიანს.

ამასობაში, მეორე აფეთქება მოხდა ავღანეთის სამხრეთში, ზაბულის პროვინციაში – დაიღუპა ერთი ადამიანი, დაზიანებები აქვს მიღებული 23 პირს. თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელი ატტა ჯან ჰაყბაიანი იყო. სწორედ მისი დაცვის წევრია გარდაცვლილი.

ამ ორ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.