მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას გეგმავს

მილიარდერი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებაც 51.5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, სერიოზულად ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას „დემოკრატიული პარტიიდან“. ნიუ იორკის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ „დემოკრატებიდან“ წარმოდგენილი ახლანდელი კანდიდატები ვერ არიან იმდენად მძლავრნი, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი დაამარცხონ.

მოელიან, რომ 77 წლის ბლუმბერგი მიმდინარე კვირას ალაბამაში „დემოკრატების“ პრაიმერში ჩასართავად განაცხადს შეავსებს. ამჟამად „დემოკრატიული პარტიიდან“ პრაიმერში 17 კანდიდატია წარმოდგენილი, მათ შორის მოწინავე პოზიციაზე იმყოფებიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც 77 წლის ხდება 20 ნოემბერს, მასაჩუსეტის სენატორი ელიზაბეტ უორენი, 70 წლის, და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი, რომელიც 78 წლისაა.

guardian.ge