საქართველო

მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

20 აპრილ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დღეს კი სამართალდამცველებს ჩაბარდა.