საქართველო

მარინა ეზუგბაია: „თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ“

თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

როგორც მან აღნიშნა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26-ს შეადგენს, რაც საკმაოდ სოლიდურია.

“ჩვენ გვყავდა 393 და დღეისთვის გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობასა და გამოჯანმრთელებულებს შორის. გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 677-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 419 პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 360 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.