მსოფლიოს ახალი ამბები

ლონდონში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ბუნების ისტორიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა.

 

 

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, ხალხით გადატვირთული ქუჩის ტროტუარზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

 

 

შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ლონდონის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა დახმარება 11 ადამიანს აღმოუჩინა. მათ უმრავლესობას დაზიანებები თავისა და ფეხების არეში აღენიშნებოდა. 9 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინციდენტის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. მათ ადგილზე ერთი მამაკაციც დააკავეს.

პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტის მოტივთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.