საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ამდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ცნობილი ხდება, ბოლოს გამოვლენილ ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ე.წ. იტალიის კლასტერს უკავშირდება, მეორე კი ესპანეთს – მას იქ იტალიელებთან ჰქონდა შეხება.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.