ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

კატალონიის პარლამენტმა, რომელიც ესპანეთის მთავრობამ დაშლილად გამოაცხადა, აღიარა მადრიდის გადაწყვეტილება

კატალონიის პარლამენტმა, რომელიც ესპანეთის მთავრობამ დაშლილად გამოაცხადა, აღიარა ეს გადაწყვეტილება და ახალი არჩევნების გამართვამდე მუშაობას წყვეტს, განუცხადეს ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში.

სამშაბათს დაგეგმილი პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომა გადადებულია.

„პრეზიდიუმის სხდომა გადადებულია, რადგანაც პარლამენტი დათხოვნილია“, განაცხადეს კატალონიის საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში.

ორშაბათ დილას, პარლამენტის სპიკერი კარმე ფორკადელი – ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა – შენობაში გამოჩნდა. იგი ვადამდელი არჩევნების გამართვამდე, რომელიც 21 დეკემბერსაა დაგეგმილი, თავის თანამდებობას ოფიციალურად ინარჩუნებს.

GUARDIAN.GE