ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მთავრობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთს მოლაპარაკებების გამართვისაკენ ბრიუსელიდან მოუწოდა მას შემდეგ, რაც კატალონიაში რიგგარეშე არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი.

BBC-ის ცნობით, მან თქვა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები შესაძლოა გაიმართოს ბელგიაში, სადაც იგი ამჟამად იმყოფება, ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

უფრო ადრე, პუჩდემონმა გამოაცხადა, რომ ესპანეთის სახელმწიფო რეგიონის რიგგარეშე არჩევნებზე დამარცხდა.

ესპანეთის მთავრობა მომავალ ნაბიჯებს განიხილავს.

„კატალონიას დამოუკიდებლობა სურს. სწორედ ეს არის კატალონიელი ხალხის სურვილი“, განაცხადა პუჩდემონმა ბელგიაში საუბრისას. „ჩემი აზრით, ესპანეთის პრემიერ მინისტრის, მარიანო რახოის გეგმა არ მუშაობს, ამიტომაც ჩვენ ახალი გზები უნდა ვეძებოთ ამ კრიზისის გასამკლავებლად“.

მარიანო რახოი იმედოვნებდა, რომ არჩევნები ესპანეთის მდგომარეობას დაასტაბილურებდა, თუმცა ესე არ მოხდა. მისმა კონსერვატიულმა პარტიამ სამშაბათის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი დადო.

სეპარატისტულ პარტიებს ახალ ასამბლეაში შემცირებული ადგილებით, მცირე უმრავლესობა ეყოლებათ, თუმცა „მოქალაქეთა პარტია“, რომელსაც სურს რომ კატალონია დარჩეს ესპანეთის შემადგენელ ნახევრადავტონომიურ ნაწილად, პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. ამდენად, უცნობია, ვის ექნება მთავრობის ფორმირების უფლება.

მას შემდეგ, რაც მადრიდმა კატალონიის ოქტომბრის რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადადა ახალი არჩევნები დანიშნა, რეგიონზე პირდაპირი მმართველობა სწორედ ესპანეთს ჰქონდა დამყარებული.

პუჩდემონმა პრემიერს მოსთხოვა გაეყვანა კატალონიაში მდგარი პოლიციელები.

სეპარატისტებმა, რომელთაც უწინდელი პარლამენტის უდიდესი ნაწილი ეკავათ, 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს, რომელიც მადრიდიდს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ სცნო.

ამის შემდეგ გაიმართა რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც „მოქალაქეთა პარტიამ“ ხმების 25.3 % აიღო და 135 ადგილიან პალატაში 37 ადგილი მოიპოვა.

რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და პარლამენტში 70 ადგილი დაიკავა შემდეგმა პარტიებმა: JxCat, კატალონიის რესპუბლიკურმა პარტიამ (ERC) და სახალხო გაერთიანებამ (CUP).

მადრიდის ჟურნალ-გაზეთების თქმით, არჩევნების შედეგებმა მთავრობის პოზიციები გაამყარა.

„იმ ძალებმა, რომლებიც დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს, უნდა დაინახონ თავიანთი შეცდომები და გამოსწორებას ეცადონ,“ წერს ჟურნალ-გაზეთი „ლა ვანგუარდია“.

ABC თვლის, რომ მადრიდმა კატალონიის კრიზისი უნდა მოაგვაროს. „თუ ესპანეთს გრძელვადიანი ბრძოლის გამარჯვება და კატალონიის შენარჩუნება სურს, სახელმწიფოს გაძლიერებისათვის გეგმა უნდა დასახოს.“

არჩევნების შედეგებმა ჟურნალ-გაზეთები ორ გუნდად დაყო. ერთ ნაწილს დამოუკიდებლობის პროექტის გაგრძელება სურს, ხოლო მეორე ეთანხმება არჩევნების შედეგებს.

„დამოუკიდებლობის მოძრაობამ პრემიერ მინისტრი შეარცხვინა“, წერია „ელ ნაციონალში“. „გადაწყვეტილებები, რომლებიც კატალონიას ეხება, მადრიდში არ მიიღება“.

კატალონია ციფრებში:

ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.

კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.

კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.

კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.

GUARDIAN.GE