მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

კანადაში სიცხისაგან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

კანადაში, კვიბეკის რეგიონში, სადაც ტემპერატურამ +40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, სიცხისა და ჰაერის მაღალი ტენიანობისაგან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა – მათგან 12 ქალაქ მონრეალში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანი, ვინც სიცხეს ემსხვერპლა, კონდიცირების გარეშე, უმეტესობა კი მარტო ცხოვრობდა.

ცხელი ჰაერის მასებმა ასევე სამხრეთ ონტარიოს და ოტავასაც გადაურა, სადაც ტემპერატურამ 39 C-ს მიაღწია. ცხელი ამინდებია ტორონტოშიც, თუმცა ამ ტერიტორიებზე სიცხისგან სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.