ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 9,134-ამდე გაზარდა, ინფიცირებულთა ახალმა შემთხვევებმა კი 4,401 შეადგინა და ახლა იტალიაში უკვე კორონავირუსის 66,414 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში მკვეთრად, 181-ით გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც 31%-იანი ზრდაა და დღემდე ყველაზე მაღალი, საერთო ჯამში კი იქ უკვე 759 ადამიანია გარდაცვლილი. ტესტირებისას დადებითი შედეგი 14,579 ადამიანს დაუდგინდა.

BBC-ის ცნობით, ინგლისში, გარდაცვლილი პაციენტების ასაკობრივი ზღვარი 29-დან 98 წლამდე მერყეობდა. ყველას, გარდა 4 პაციენტისა, რომლებიც 82-დან 91 წლამდე ასაკის იყო, ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები ჰქონდა.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით სიკვდილიანობის მიხედვით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში – იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის, ირანის, საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატებისნ შემდეგ – ამ უკანასკნელმა კი ინფიცირებულთა რაოდენობით უკვე ჩინეთს გადააჭარბა და მსოფლიოში ამ მხრივ პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა გახდა.

GUARDIAN.GE