აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელმა აფრიკაში მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გეგმა გააუქმა

ისრაელმა აფრიკაში მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის გეგმები გააუქმა მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტოსთან შეთანხმებას მიაღწია.

როგორც BBC იუწყება, აფრიკაში უკან გაბრუნების ნაცვლად, 16 000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი დასავლეთის ქვეყნებში დასახლდება, განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა, თუმცა რომელ ქვეყნებში, ეს არ დასახელებულა.

დანარჩენ, დაახლოებით 18 000 ადამიანს, ისრაელის მედიის თანახმად, ისრაელში მუდმივი ცხოვრების უფლება მიეცემა.

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა დეპორტაცია, რომელიც კვირას უნდა დაწყებულიყო.

მიგრანტების აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნის გეგმა – ძირითადად უგანდასა და რუანდაში – ისრაელელი აქტივისტების მიერ იქნა დაგმობილი.

ახალი გეგმა მომავალი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება.