აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჯენინის ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯენინის ბანაკზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. BBC -ის ცნობით, ბანაკზე მრავალი საჰაერო დარტყმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი ამოდის.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ მცირე სამი პალესტინელი დაიღუპა და 12 დაიჭრა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ჯენინის რაიონში“. „ჩვენ ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილნი, სანამ ტერორისტები განაგრძობენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვისზიანის მიყენებას, ჯენინის ბანაკის, როგორც თავშესაფრის გამოყენებით“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა და დასძინეს, რომ ბანაკი „ტერორისტების სიმაგრე“ იყო.

ჯენინის ბატალიონმა, სამხედრო ქოლგამ, რომელიც შედიან შეიარაღებული მამაკაცები პალესტინის ჯგუფების – „ფათაჰის“, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადიდან“, განაცხადა: „ჩვენ ვებრძვით საოკუპაციო ძალებს ბოლო ამოსუნთქვამდე და ტყვიამდე და ვმუშაობთ ერთად გაერთიანებულნი, ყველა ფრაქციიდან და სამხედრო ფორმირებიდან“.

მომზადებულია GUARDIAN.GE –ის მიერ