აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

„უკრაინის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. ლაინერმა კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე განიცადა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

ავიალაინერმა კატასტროფა თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე განიცადა.