აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე ისრაელის თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ სირიაში ირანის საკონსულო განყოფილებაზე ისრაელის სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.

ირანის პრეზიდენტის თქმით, დამასკოში, ირანის დიპლომატიურ შენობაზე ტერორისტული დანაშაულის ჩადენით, ისრაელის უზურპატორმა სიონისტურმა რეჟიმმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და წინააღმდეგობის ფრონტის წინაშე ზედიზედ მარცხისა და წარუმატებლობის შემდეგ, გადარჩენის მცდელობისას ბრმა მკვლელობის თავდასხმებს მიმართა.

„სიონისტურმა რეჟიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი არალეგიტიმური ბუნების გამო, ასეთი არაადამიანური ზომებით იგი ვერ შეძლებს თავისი ბოროტი მიზნების მიღწევას და მოუწევს წინააღმდეგობის ფრონტის მზარდი ძალისა და ასევე, თავისუფალი ერების სიძულვილისა და ზიზღის წინაშე დადგეს“, – დასძინა პრეზიდენტმა რაისმა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა 1-ელ აპრილს სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოში, ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე, რის შედეგადაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი გენერალი და სამხედრო მრჩეველი დაიღუპა.