საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვეს

ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვეს.

“ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ ოპოზოციონერებს გაუშვებდა ციხეში და ესეც ვერ შეასრულა,” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.

„დღეს ცოტა ზურგი მტკიოდა და ტელევიზორისთვის არ მიყურებია. რომ ჩავრთე, სადღაც ცხრის ნახევარი იყო, ეწერა, პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. მერე ანახეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს 100 წელი არც მე არც ოქრუაშვილი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ამ ჩემს შეწყალების აქტზე, ამიტომ, ადამიანურად, ბუნებრივია, მას მადლობას ვეუბნები მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დღეს, 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.