საქართველო

ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გამოსცა ბრძანება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გამოსცა ბრძანება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის  შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
ბრძანების გამოცემიდან ყველა მინისტრი ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.