საქართველო

ილია მეორე: მივმართავ მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს

მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა, –განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ.

პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა.

„მე მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. და მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.