აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

იდლიბის პროვინციაში სირიის საჰაერო დარტყმების შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

მოკლულია სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი და ჭრილობები აქვს მიყენებული ათეულობით სხვას სირიის „რეჟიმის ძალების“ მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, იტყობინება BBC თურქეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. სხვა ცნობების თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტს შეადგენს.

სირიის ძალები, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, ცდილობენ ხელახლა დაამყარონ კონტროლი იდლიბზე და გაწმინდოდ ტერიტორია თურქი ჯარისკაცების მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეებისაგან.

სირიის ხელისუფლებას ჯერჯერობით საჯარო კომენტარები არ გაუკეთებია იდლიბში განვითარებულ უახლეს ესკალაციაზე. იდლიბი სირიის ბოლო პროვინციას წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ ოპოზიციის ხელში რჩება.

რა ვიცით ამ დრომდე და როგორია დასავლეთის რეაქცია?

თურქეთის სამხედრო ძალებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხუთშაბათს, გვიან ღამით უსაფრთხოების უწყებების უმაღლესი დონის საგანგებო შეხვედრა გამართა, სირიის სამიზნეების წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყეს.

თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და უმაღლესი თურქი სამხედრო მეთაურები დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ სირიის საზღვრისაკენ, რათა ადგილიდან მიეცათ დავალებები სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ძალების წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტ ერდოღანს სურს სირიის სამთავრობო ძალებმა უკან დაიხიონ იმ პოზიციებიდან, სადაც თურქეთმა სადამკვირვებლო პოსტები განალაგა და უფრო ადრე დაემუქრა მათ, რომ თავს დაესხმებოდა, თუკი ისინი არ შეაჩერებდნენ თავიანთ წინსვლას.

მაგრამ სირიის მთავრობამ და რუსეთმა არ მიიღეს ერდოღანის მოთხოვნა უკან, 2018 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხაზებისკენ დახევასთან დაკავშირებით. რუსეთმა ასევე ბრალი დასდო თურქეთს 2018 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და განაცხადა, რომ ანკარა ამბოხებულებს საარტილერიო ცეცხლით ეხმარებოდა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი მძლავრი მოკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს.

სტოლტენბერგმა „დაგმო განგრძობადი ხელაღებითი საჰაერო დარტყმები სირიის რეჟიმის მიერ და მისი მხარდამჭერი რუსეთი იდლიბის პროვინციაში“, როგორც ამას ახალი ამბბების სააგენტო AFP ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში კი ნათქვამია: „ჩვენ ვდაგავართ ჩვენი ნატოელი მოკავშირის, თურქეთის გვერდით და განვაგრძობთ მოწოდებას ასადის რეჟიმის, რუსეთის და ირანელების მიერ მხარდაჭერილი ამ საზიზღარი იერიშის დაუყოვნებლივ დასრულების თაობაზე. ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ გამოვნახოთ არჩევანი თურქეთის მხარდასაჭერად ამ კრიზისის დროს“.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გამოხატა „დიდი შეშფოთება“ ბოლო მომენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა ცეცხლის დაუყოვნებელივ შეწყვეტისაკენ.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ