ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა. იგი თავის მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ორ მილიონზე მეტი ხმით (2 292 180) უსწრებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ერდოღანს ხმების 52.16% (27 725 131 ხმა) აქვს მიღებული, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 47.84% (25 432 951 ხმა).

არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა 50%-იანი ბარიერის გადალახვა – ერდოღანმა ხმების 49.52%, ქილიჩდაროღლუმ კი 45% მიიღო.