საქართველო

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია – “ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით” მიმდინარეობს

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია – “ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით” მიმდინარეობს. კონფერენცია ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში, ტიბორ ნავრაჩიჩმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნეს.

„მე ვამაყობ, რომ განათლება არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამ თვალსაზრისით, ბიუჯეტის 25% ითვალისწინებს განათლების სისტემის რეფორმირებას. ფართომასშტაბიანი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, სისტემის ევროკავშირის ქვეყნების განათლების სტანდარტებთან სინქრონიზაციაა. ნაბიჯები, რომელიც ამ კუთხით იდგმება, სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველოში გაიზარდოს სწავლების ხარისხი და მეტად ევროპული განათლება დაინერგოს“ – მიხეილ ბატიაშვილი.