საქართველო

თამარ გაბუნია: მარტის ბოლომდე საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა დაიწყება

დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე კოვაქსის წარმომადგენელთან – ეს იყო ის შეხვედრა, სადაც უნდა დაზუსტებულიყო დამატებითი პირობები ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში.

„ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო „ასტრაზენეკასგან“ დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან“ და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან“, – განაცხადა გაბუნიამ.