ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი განიხილავს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. მან ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაჟინებით მოუწოდა თავის ევროპელ მოკავშირეებს არ დაელოდონ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მან რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობა უარყო, მაგრამ თქვა, რომ მზად არის საომარი მდგომარეობა შემოიღოს, თუკი ეს მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი „დაუყოვნებელი სანქციებით“ უნდა დაისაჯოს უკრაინაში სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამო და ეს უნდა მოიცავდეს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სრულ შეჩერებას.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკარინაში სეპარატისტული რეჟიმების აღიარება წარმაოდგენს საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპული სახელმწიფოებისთვის.

„ჩვენ არ ვართ ევროკავშირის ან ნატოს წევრი, მაგრამ თუკი ჩვენ სრულმასშტაბიანი ესკალაცია გვექნება, სრულმასშტაბიანი შემოჭრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი მეზობლები რისკის ქვეშ მოექცევიან… მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი“, – განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ არც მას და არც უკრაინელ ხალხს არ უნდა ომი და მშვიდობა სურს, მაგრამ „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აგრესიის ნებისმიერი ნაბიჯისთვის“.

guardian.ge