აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო ვიზიტად ჩინეთში წლის ბოლომდე ჩავა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტი 2024 წელს შედგება.

„ჩინეთის ლიდერი (სი ძინპინი) მიესალმა სერგეი ლავროვის ჩასვლას პეკინში, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიმდინარე წელს სახელმწიფო ვიზიტისთვის ყოველმხრივ მოსამზადებელი სამუშაოების გასაწევად“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლავროვის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიიღო.