ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინის ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩენას მხარი რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა

რუსეთში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომელიც ნებას რთავს ვლადიმერ პუტინს ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს, ხმების 99.9%-ის დათვლის შემდეგ მოსახლეობის 77.93%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 21.26% იყო.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმების 100%-ით დათვლის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჰქონდა – 97.92% მომხრე და 1.94% წინააღმდეგი; ყველაზე ნაკლები კი კამჩატკის მხარეში – 61.76% მომხრე და 37.16% წინააღმდეგი.

67 წლის პუტინმა (დაბადების წელი და თვე – 1952 წლის 7 ოქტომბერი), რომელიც პრეზიდენტის თუ პრემიერ მინისტრის რანგში რუსეთს 20 წელი უდგას სათავეში, განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წელს პუტინის წინა საპრეზიდენტო ვადები ნულდება და მას უფლება ეძლევა ახალი ორი 6-წლიანი ვადით კვლავ იყაროს კენჭი, რითაც მისი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა 2036 წლამდე ხდება შესაძლებელი. თუკი მას რუსები 2024 წელს, ასევე 2030 წელსაც აირჩევენ პრეზიდენტად და მან 2036 წლამდე იცოცხლა, მაშინ მას ქვეყნის სათავეში ყოფნა 36 წელი მოუწევს და ამ დროისთვის იგი 83 წლის იქნება.

GUARDIAN.GE